Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო ლექციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის

    ერაზმუსის BACE პროექტის (კოორდინატორი ასოც. პროფ. მაია ბიწკინაშვილი)  საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში 

    თსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის 2024/2025 წელს ჩატარდება ლექციები გლობალური ჯანმრთელობის თემატიკაზე. ლექციები ტარდება ონლაინ რეჟიმში და ხელმისაწვდომია პროექტში ჩართული ბენეფიციარი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი, მოლდოვა, სომხეთი) სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის. 

    2024 წლის 14 ნოემბერს  პირველი ლექცია ჩაატარა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა ანდრეას დეკერტმა. ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის 75 წარმომადგენელი. მომდევნო ლექცია ტარდება 17 დეკემბერს ტერნოპოლის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ჰანა სატურსკას მიერ (უკრაინა). ლექციები ჩატარდება თვეში ერთხელ ან ორჯერ საერთაშორისო ჩართულობით.